ბათუმში ღამით მომხდარი ხანძრის შედეგად 4 ოჯახი დაზარალდა

21 აპრილი 2020, 11:32 2817 ნახვა

წუხელ იმედაშვილის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად 4 ბინა დაიწვა. მაცხოვრებლებმა ბინების დატოვება მოასწრეს. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ერთ ბინაში არავინ ცხოვრობდა, ცხრა და ორ წევრიანი ოჯახი უწყებამ დროებით ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაიყვანა, ერთი კი საკუთარი სურვილით ძმის ოჯახს აფარებს თავს.

"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, ტარდება ექსპერტიზა. კომისიას გადაეგზავნება მოკვლეული ინფორმაცია და ისინი ოჯახების დახმარების საკითხს ამის შემდეგ განიხილავენ.  კომისია ოჯახების მფლობელობაში არსებული ფართების, მათთვის მიყენებული ზარალის მიხედვით იმსჯელებს. ვიდრე მუნიციპალიტეტი აღნიშნული ოჯახების დახმარების საკითხს არ გადაჭრის, ისინი სასტუმროში დარჩებიან და მათ ხარჯებს ბათუმის მერია დაფარავს"- განაცხადა აჭარის მაუწყებელთან მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა ჯუმბერ კობალაძემ.

ჯუმბერ კობალაძის განმარტებით იმ ნივთების ნაწილი, რაც ხანძარს გადაურჩა გამოიტანეს და დასაწყობებულია, ნაწილს კი დღეს გადაიტანენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მოკლვლევა დაწყებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში