ბათუმის საკარანტინო ზონაში საჭმლით ინტოქსიკაციის ფაქტი დაფიქსირდა

21 აპრილი 2020, 12:12 2334 ნახვა

45 ადამიანი მოიწამლა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში, მიზეზი საკვებია. ნაწილმა სასტუმრო უკვე დატოვა, სხვებს კი საკარანტინო სივრციდან ხვალ გაუშვებენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით,კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო. ეპიდემიოლოგებმა შეისწავლეს და გამოყვეს ყველა შესაძლო პროდუქტი, მაგრამ ელოდებიან პასუხს, რესტორანს წარმომადგენელი,  რომელიც ამარაგებდა საკარანტინო ზონას. ფიქრობს, რომ მიზეზი სხვა რამეა და ასე ხელაღებით დადანაშაულება ვიდრე არ იქნება ექსპერტიზის პასუხი, არ შეიძლება, შემთხვევა შეგახსენებთ, ორი დღის წინ მოხდა.

 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში