დღის "მთავარის" წამყვანის წინააღმდეგ Facebook სტატუსის გამო მოკვლევა დაიწყო

21 აპრილი 2020, 20:50 4014 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა, ახალი ამბების გამოშვების წამყვანის თეონა თურმანიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსებზე მოკვლევა დაიწყო, რომლის დასრულებამდე წამყვანი ეთერს ჩამოშორდა. 

დირექტორის ხელმოწერილ ბრძანებაში დისციპლინარული წარმოების დაწყების მიზეზად დასახელებულია ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსები, რომელსაც არხის მენეჯმენტი მაუწყებლის დისკრედიტაციისკენ მიმართულ განცხადებად აფასებს და მიიჩნევს, რომ შეილახა მაუწყებლის იმიჯი და საქმიანი რეპუტაცია.

თეონა თურმანიძე ახსნა-განმარტებას ამზადებს. მისი თქმით სტატუსებში მენეჯმენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის გაკრიტიკებული. კონკრეტულად კი, მაუწყებლის ვებ-პლატფორმაზე განხორციელებული ცვლილებები.

ერთ-ერთი წინადადებაში, ჟურნალისტი თეონა თურმანიძე საზოგადოებას მიმდინარე პროცესების ფონზე, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს, მათ შორის საუბარია ტელევიზიის გაუქმების მოთხოვნაზე.

არხის მენეჯმენტში კი, კომენტარი არ გაკეთებულა.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში