39 წლის გენადი ცენტერაძეს ერაყიდან დღეს გადმოასვენებენ

22 აპრილი 2020, 11:26 3959 ნახვა

დღეს ბათუმის აეროპორტში ერაყში გარდაცვლილ 39 წლის გენადი ცენტერაძეს ჩამოასვენებენ. იგი დაახლოებით ერთი თვის წინ ერაყში გულის შეტევით გარდაიცვალა, ოჯახი მას შემდეგ გადმოსვენების პროცედურებში დახმარებას ითხოვდა.

ცხედარის გადმოსვენება თურქული მხარის გამო ჭიანურდებოდა, რომელსაც მესამე ქვეყნებთან საზღვრები დაკეტილი აქვს.საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აჭარის მთავრობის შუამდგომლობით თურქეთთან მოლაპარაკება შედგა და მან გამონაკლისი დაუშვა.

გენადი ცენტერაძის გადმოსვენება იმ სპეცრეისით მოხდება, რომელიც ერბილიდან-ბათუმის მიმართულებით განხორციელდება. თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში 14:00 საათზე დაეშვება. 

აღნიშნული სპეცრეისით  ერაყში მცხოვრები 70 საქართველოს მოქალაქეც დაბრუნდება, რომლებიც  პანდემიის გამო ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში