კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმები მცირდება

22 აპრილი 2020, 12:35 2507 ნახვა

კარანტინის ან იზოლაციის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3 ათასი ლარის ნაცვლად 2 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. იურიდიული პირები კი 15 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარით. ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და მასზე იურიდიულმა კომიტეტმა მუშაობა უკვე დაიწყო.

ახალი კანონპროექტით განსაზღვრული სანქციები ძალაში 2 მაისიდან შევა. აღნიშნულის შესახებ დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმები გაიწერება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში. მისივე თქმით, ამ მუხლს ექნება შენიშვნა, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდგენ პირს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ პირი რომელმაც დაარღვია კარანტინის და იზოლაციის წესები გადაიყვანოს კარანტინის და იზოლაციისთვის გამოყოფილ შესაბამის დაწესებულებაში. ვინაიდან მისი დაკავება არ იქნება რეკომენდირებული. 

ცალკე მუხლით დარეგულირდება საგანგებო რეჟიმის დარღვევა საომარი მოქმედების დროს. თუმცა ამ შემთხვევაში სანქციის მითითება მოხდება პრეზიდენტის დეკრეტზე დაყრდნობით. ის პრეზიდენტის დეკრეტით განისაზღვრება. 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში