საპროტესტო აქცია საგანგებო მდგომარეობის პირობებში

22 აპრილი 2020, 20:14 1895 ნახვა

მარნეულის ჩაკეტილი მუნიციპალიტეტის 3 სოფლის მოსახლეობა, პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებით უკმაყოფილოა. სოფელ შულავერთან შეკრებილებმა იმ პროდუქტების რეალიზაცია მოითხოვეს, რომელსაც ქვემო ქართლის რეგიონში აწარმოებენ. მოქალაქეების თქმით, რთულ ვითარებაში უწევთ ყოფნა. აქციაზე ოპოზიციური პარტიების წევრები გამოჩნდნენ.

ისმოდა შეძახილები - მიშა. ხელისუფლებაში აქციას ორგანიზებული უწოდეს და დესტაბილიზაციისკენ მიმართული უწოდეს. ვითარებას გასაცნობად ადგილზე ჩავიდა, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში