ნიუ-იურკში კორონავირუსი ორ კატას დაუდასტურდა

23 აპრილი 2020, 12:45 1906 ნახვა

ნიუ – იორკის შტატში კორონავირუსი ორ კატას დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით ეს კორონავირუსით ცხოველის ინფიცირების პირველი შემთხვევაა. კატები სავარაუდოდ მეზობლისგან ან პატრონისგან დავირუსდნენ.

შინაურ ცხოველებს მსუბუქი რესპირატორული დაავადების სიმპტომები ჰქონდათ.

რამდენი დღით ადრე ბრონქის ზოოპარკში ვეფხვსა და ლომს კორონავირუსზე დადებითი შედეგი ჰქონდა.

აშშ-ს ხელისუფლება, მათ შორის  ინფექციური დაავადებების ცნობილი ექსპერტი, ექიმი ენტონი ფაუჩი, აცხადებს,  რომ ზოგიერთ ცხოველს შეუძლია ვირუსის მიღება ხალხისგან, თუმცა არ დრომდე დადასტურებული არ არის, აქვთ  თუ არა ცხოველებს ადამაინზე ვირუსის გადაცემის უნარი.

"ყველაფერი შესაძლებელია ,მაგრამ არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს, რაც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ვნახეთ, რომ შინაური ცხოველების გადამცემები შეიძლება იყვნენ შინამეურნეობაში"- აცხადებს ინფექციური დაავადებების ექსპერტი ენტონი ფაუჩი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში