აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ

23 აპრილი 2020, 09:19 1088 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში იმიგრაციის დროებით შეჩერების შესახებ. განკარგულება შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც აშშ-ში მუდმივი ბინადრობის უფლების, ე.წ. მწვანე ბარათის მოპოვება სურთ.

გამონაკლისი დაიშვება სამედიცინო და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სფეროს სპეციალისტებისთვის. განკარგულება არ ითვალისწინებს დროებითი ვიზის მსურველთა იმიგრაციის აკრძალვას.

კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან უმუშევრობის შემწეობისთვის სახელმწიფოს 22 მილიონზე მეტმა ამერიკელმა მიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში