ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ვირუსის პიკი ჯერ გადავლილი არ არის

23 აპრილი 2020, 13:29 1733 ნახვა

„ის, რომ რამდენიმე დღის წინ დაინფიცირებულების რიცხვი აღემატებოდა 40-ს და დღესდღეობით არის მხოლოდ 10-მდე, ასეთი დინამიკა ამ ვირუსს ზოგადად ახასიათებს. ეს არ ნიშნავს, რომ პიკი არის გადავლილი, თუმცა ნიშნავს იმას, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც გატარებული იყო სახელმწიფოს და მთავრობის გუნდის მხრიდან, იყო ძალიან მნიშვნელოვანი"-ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ საკორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით სწორედ მთავრობის მიერ გადადდგმული ნაბიჯები და შეზღუდვები არის იმის წინაპპირობა, რომ ისინი გრიპის პიკურ ფაზას მართავენ ისე, რომ არ ყავთ ათასობით ინფიცირებული პაციენტი.

მინისტრის განმარტებით, დინამიკაში იქნება ისეთი ტალღებიც, როდესაც გამოჯანმრთელებულების რიცხვი იქნება უფრო მეტი, ვიდრე დაინფიცირებულების რიცხვი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში