რეალიზაციის პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება, 4-5 დღე უნდა გავუძლოთ - მინისტრი

23 აპრილი 2020, 13:51 1501 ნახვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით ისინი მუშაობენ იმისათვის, რომ ფერმერებმა წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია შეძლონ. ლევან დავითაშვილის განცხადებით 27 აპრილის შემდეგ ფერმერებს პროდუქციის რეალიზაციის მეტი შესაძლებლობა მიეცემა.

მისივე თქმით, ფერმერების დასახმარებლად მუშავდება რამდენიმე ვარიანტიც, რომელზეც მოგვიანებით ვრცლად პრემიერი ისაუბრებს.

"რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები კავშირშია მობილობასთან, რომელიც 27 აპრილიდან ნელ-ნელა გაიხსნება და მეტი საშუალება იქნება გადაადგილების და რეალიზაციის პრობლემები მეტად მოგვარდება. 4-5 დღე ერთად რაღაცნაირად  უნდა გავუძლოთ და ეს უნდა გავითვალისწინოთ და სოლიდარულები ვიყოთ.

ფერმერებს უნდა ჰქონდეთ სარეალიზაციო არხები, სარეალიზაციო არხებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელზეც ადრეც გვქონდა საუბარი, რომ ეტაპობრივად გარკვეული აგრარული ბაზრები სტადარტების დაკმაყოფილების შემდეგ შეძლებენ ოპერირებას. დღეს ასეთი ბაზრები, რომლებიც მზად არიან სტანდარტები დააკმაყოფილონ შეემატება იმ ბაზრების ნუსხას, რომლებიც დღეს მუშაობენ

ჩვენ ვცდილობთ, რომ ორგანიზებულად მოხდეს კომუნიკაცია მსხვილ მყიდველებსა და გამყიდველებს შორის.კონსოლიდირებულად ფერმერთა ჯგუფებს შორის. თუმცა მოლოდინი იმის, რომ რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტთა ქსელი შეძლებს მიწოდების საკითხის გადაწყვეტას არ გვაქვს. ამ მხრივ ჩვენ მეტი მობილობა გვჭირდება, იგივე საბითუმო, აგრარული ბაზრებიც, მაგრამ ეს ყველაფერი ფერმერებს სიტუაციას შეუმსუბუქებს.

დღითი-დღე ეს სიტუაცია კიდევ უფრო მოგვარდება და ფერმერებისთვის ნაკლები წნეხი იქნება"-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში