საცალო ქსელები იმპორტს ადგილობრივი პროდუქტით ანაცვლებენ

23 აპრილი 2020, 14:20 3435 ნახვა

მარნეულში რამდენიმე საათში წვრილი სარეალიზაციო ქსელის წარმომადგენლები შევლენ, რომლებიც მუნიციპალიტეტიდან იქ წარმოებულ პროდუქტს გამოიტანენ მოგვიანებით კი  საუბნო მაღაზიებში გადაანაწილებენ. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აჭარის მაუწყებელს დაუდასტურეს.

უწყებაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში ამ წუთებში იმყოფება კომპანია" ჯიბეს" წარმომადგენლები, რომლებიც იქიდან კიტრს, პომიდორს, კარტოფილს და კომბოსტოს გამოიტანენ. აღნიშნულმა კომპანიამ გუშინ მარნეულიდან 80 ტონა კიტრი გამოიტანა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ ერთ დიდ ქსელთან, საუბარია კომპანია "მაგნიტზე", რომლებიც მუნიციპალიტეტიდან პროდუქტის რეალიზაციის პროცესში ჩაერთვებიან. კომპანიას უკვე მიაწოდეს მუნიციპალიტეტში არსებულ სასურსათო მარაგებზე ინფორმაცია და სავარაუდოდ ისინი რეალიზაციის პროცესში 2-3 დღეში ჩაერთვებიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში ამ დროისთვის არსებობს დღიურად 100 ტონა კიტრის, 30 ტონა პომიდვრის, 60-70 ტონა ახალი კარტოფილის და 40-50 ტონა კომბოსტოს მარაგი.

სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მოთხოვნას მუნიციპალიტეტში არსებული პროდუქცია არ ეყოფა, ამიტომ ისინი მარაგების მობილიზებას სხვა რეგიონებიდანაც მოახდენენ.

მარნეულიდან დღეს კიტრს, პომიდორს, კარტოფილსა და კომბოსტოს გამოიტანენ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში