კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა მეჩეთში ჯგუფური ლოცვა შეჩერებულია

24 აპრილი 2020, 12:05 2030 ნახვა

მუსლიმურმა  სამყარომ მძიმე მარხვა დაიწყო. რამადანის თვე ქართველი მუსლიმებისთვის წელს განსხვავებულია,  კორონავირუსის პანდემიის გამო  ყველა მეჩეთში ჯგუფური ლოცვა შეჩერებულია.

საქართველოს მუფთი მორწმუნეებს მოუწოდებს მაქსიმალურად გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სახლებში ილოცონ. ისლამის ისტორიაში პირველად რამადანის პერიოდში მექაში ქააბის სამლოცველო საზოგადოებისთვის დახურული იქნება. ერთთვიანი მარხვის დასასრულს, მუსლიმები ბაირამის დღესასწაულს ზეიმობენ. წელს ბაირამი 24 მაისს აღინიშნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში