თენგიზ ცერცვაძე სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლს გაეცნო

24 აპრილი 2020, 10:28 1165 ნახვა

კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელობასთან და სამედიცინო პერსონალთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

თენგიზ ცერცვაძემ  აღნიშნა, ჰოსპიტლის მიერ კომორბიდული, ანუ კორონავირუსის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომლის დანერგვასაც ის „კოვიდის“ ყველა კლინიკაში აპირებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში