ჩინეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 აპრილი 2020, 10:32 1564 ნახვა

ჩინეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უკვე რამდენიმე დღეა ქვეყანაში ვირუსისგან არავინ დაღუპულა. მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება სამხრეთ კორეაშიც. ბოლო 24 საათში აქ 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. არც ესპანეთში გარდაცვლილა ვირუსით არავინ ბოლო 24 საათის განმავლობაში.

ევროკავშირის ლიდერებმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნების დახმარების გეგმაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ხუთშაბათს გამართული ვიდეოკონფერენციის დროს ევროკავშირის ქვეყნის ლიდერები შეთანხდნენ ეკონომიკის აღდგენის ფონდის შექმნაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ორგანიზაციის შვიდწლიან ბიუჯეტთან. ფონდი ერთი ტრილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის მობილიზებას განახორციელებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ  კი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების დასაძლევად ეკონომიკისა და საავადმყოფოების მხარდაჭერისთვის 484 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი დაამტკიცა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში