ბარსელონადან საქართველოში 177 მოქალაქე დაბრუნდა

25 აპრილი 2020, 10:24 1958 ნახვა

ბარსელონადან საქართველოში 177 მოქალაქე დაბრუნდა. სპეცრეისი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა. მგზავრებმა თერმოსკრინინგი და სპეციალური შემოწმება აეროპორტში გაიარეს და სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსების საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.

ისინი 14 დღიან კარანტინს სპეციალურად საკარანტინო ზონებისთვის გამოყოფილ სასტუმროებში გაივლიან.

საქართველოს მასშტაბით საკარანტინო სივრცე ამ დროისთვის 84 სასტუმროში მოქმედებს. ამჟამად კარანტინში 4982 ადამიანი იმყოფება. მათ შორის, აჭარაში მდებარე საკარანტინო ზონებში განთავსებულია 1570 მოქალაქე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში