როდიდან და რა ფორმით მიიღებენ უმუშევრად დარჩენილი პირები მთავრობის დახმარებას

25 აპრილი 2020, 12:27 6546 ნახვა

უმუშევრად დარჩენილ პირებს მთავრობა 6 თვის განმავლობაში 200 ლარით დაეხმარება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გუშინ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, ყველა ის დაქირავებით დასაქმებული პირი, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდგომ დაკარგა სამსახური , რომელიც ოფიციალურად მუშაობდა, აღარ აქ შემოსავალი და ვეღარ იღებს ხელფასს მიიღებს სახელმწიფოს მხრიდან 1200 ლარის ოდენობის თანხას 6 თვის განმავლობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველთვიურად ასეთი ადამიანები მიიღებენ 200 ლარს.

როდიდან ჩაერიცხებათ უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს ეს თანხა და ვინ ჩაურიცხავს მას?

პრემიერის განმარტებით თანხების ჩარიცხვა მოხდება ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტიდან. რადგან ეს არის სახელმწიფოს დახმარება, მიზნობრივი, ფიზიკური პირისათვის. მისივე თქმით, ათვლა მოხდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან, 21 მარტიდან,  ჩარიცხვა კი  დაიწყება მაისიდან.

"გადარიცხვები  დაიწყება მაისიდან, მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურს ექნება ინფორმაცია კომპანიებიდან ჩაბარებული ფინანსური დეკლარაციების შესახებ. 15 მაისის შემდეგ, მაშინ, როგორც კი ჩვენ დეკლარაციებით, ოფიციალურად დავინახავთ, რომ ადამიანმა სამსახური  და შემოსავალი დაკარგა.  ეს დახმარება ასევე შეეხება უხელფასო შვებულებაში მყოფ პირებსაც"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება არაფორმალურად დასაქმებულებს. მთავრობის გადაწყვეტილებით ისინი ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ, მხოლოდ მას შემდეგ რაც მათი აღრიცხვა მოხდება. 

პრემიერის განცხადებით, ამ კატეგორიის პირთა დასახმარებლად სოციალური მომსახურების სააგენტოს ექნება სპეციალური პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ისინი შეძლებენ დახმარების მიღებას.

"სოციალური დახმარების სააგენტოს აქვს სპეციალური პროტოკოლი, რომელიც მიხედვითაც, არაფორმალურად დასაქმებული უმარტივესი გზით, როგორც კი შეძლებს დაადასტუროს რაიმე სახით შემოსავალი. ეს შეიძლება იყოს დამლაგებლისთვის მაგალითად ორგანიზაციის წერილი, რომლესაც ის ალაგებდა. მოვაჭრისთვის იმ ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი სადაც ის მუშაობდა. რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც დაადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა. ასეთი ელემენტარული დოკუმენტი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ ის გაითვალისწინოს და დახმარება გასცეს"- განაცხადა პრემიერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში