გიორგი გახარიას პრეზენტაცია, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დაწყების დაანონსება იყო - ანა დოლიძე

25 აპრილი 2020, 12:42 1850 ნახვა

პრემიერ გიორგი გახარიას პრეზენტაცია ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დაწყების დაანონსება იყო, - ასე აფასებს სოციალურ ქსელში იურისტი ანა დოლიძე მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას.დოლიძის განცხადებით, ყველა ის შეღავათი, რომელიც ანტიკრიზისულ გეგმაშია გაწერილი, უნდა გაიცეს არა 6 თვის განმავლობაში, არამედ ერთჯერადად ან ერთი კვარტლის განმავლობაში. 

ანა დოლიძემ ისაუბრა საგანგებო მდგომარეობის დროს დამკვიდრებულ ორმაგ სტანდარტებზე, რომლითაც პრივილეგირებული „კლასტერი“ სარგებლობს. ის ამბობს , რომ მთავრობის სხდომაზე ვნახეთ დაახლოებით ორმოცი ადამიანის შეკრება, რომლებმაც ყველა ის წესი დაარღვიეს, რომლის დაცვაზეც პრემიერ მინისტრი მიგვითითებს-ნათქვამია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში