ქობულეთის საკარანტინო ზონის სოფლებში მოძრავი ბაზარი შევიდა

25 აპრილი 2020, 14:44 2678 ნახვა

ქობულეთის საკარანტინო ზონის სოფლებში მოძრავი ბაზარი შევიდა. პროდუქციის რეალიზაცია დღეს დილიდან ზედა ლეღვადან დაიწყო.  ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ დღის განმავლობაში მოძრავი ბაზარი რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეულის სოფელს მოიცავს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ხილის, ბოსტნეულის, ტკბილეულის და საჭირო პროდუქტის შეძენა ადგილობრივებს მაქსიმალურად ხელმისაწვდომ, საბაზრო ფასებში შეუძლიათ.

ე.წ მობილური ბაზრის პროექტში ამჯერად მაღაზიათა ქსელი "ნაზილბე" ჩაერთო. 

სურსათის რეალიზაციას კონტროლს, მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო უწევს.

პროდუქციის რეალიზაციის პროცესს ადგილზე ქობულეთის მერი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გაეცნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში