19 ახალი შემთხვევის გამო ბოლნისის სამი სოფელი ჩაიკეტა

25 აპრილი 2020, 14:58 1659 ნახვა

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ხატისოფელი  მუშევანი და ვანათი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 80 შეადგინა, მათგან 19 ახალი შემთხვევაა. კოვიდ-19-ისგან მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4 პირი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.

ხატისოფლისა და მუშევანის და ვანათის საზღვრებზე მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც პოლიცია აკონტროლებს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად  საკარანტინო ზონაში სურსათისა და მედიკამენტების ტრანსპორტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე განხორციელდება.

ცნობისთვის აღნიშნული სოფლების გარდა გამკაცრდა საკარანტინო ზონად უკვე გამოცხადდა ქალაქი ბოლნისი, სოფლები: რაჭისუბანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთი.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში