იტალიაში კორონავირუსმა სულ 150 ექიმი იმსხვერპლა

25 აპრილი 2020, 18:16 2164 ნახვა

პანდემიის გავრცელების დღიდან, 150 ექიმია დაღუპული, იტალიაში.- ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ იტალიის ექიმთა ასოციაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორისაა 300 ექიმი. ქვეყანაში  კოვიდ 19-ი,  1 500-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 21 ადამიანი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი  1 000-სს აჭარბებს. ესპანეთში, ბოლო 24  საათში „კოვიდ 19“-ით 378 ადამიანია  დაღუპული, რაც გუშინდელ მაჩვენებელთან შედარებით მცირედით მაღალია. ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 995-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში , ესპანეთში „კოვიდ 19“-ით 223 700-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. რუსეთში, დღე-ღამეში „კოვიდ 19“-ის 5 966 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსს 66 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში რუსეთში ვირუსით ინფიცირების 74 588 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში სულ  681 ადამიანია გარდაცვლილი. ტოკიოში, ბოლო 24  საათში „კოვიდ 19“-ის 103 შემთხვევა გამოვლინდა. იაპონიის დედაქალაქში უკვე ვირუსის 3 836 შემთხვევაა დაფიქსირებული. იაპონიაში სულ „კოვიდ 19“-ის 13 000 შემთხვევაა გამოვლინდა. დაღუპულია 345 ადამიანი. მძიმე ვითარებაა აფრიკაში.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 28 000-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.  ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე  ვირუსს  1 300 ადამიანი ემსხვერპლა, 8000 კი, გამოჯანმრთელდა. აფრიკის კონტინენტზე „კოვიდ-19“-ის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ სახელმწიფოდ სამხრეთ აფრიკა რჩება, სადაც ყველაზე მეტი – 4 220 ინფიცირებულია აღრიცხული. ყველაზე მეტი გარდაცვლილი კი ალჟირშია, სადაც „კოვიდ-19“-ს 415 ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში