ჩაკეტილი საქართველო - ქვეყანა მკაცრი შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრობს

25 აპრილი 2020, 20:36 2349 ნახვა

ქვეყანა მკაცრი შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრობს. საქართველოში საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 21 მარტს 21 აპრილის ჩათვლით გამოცხადდა, შემდეგ კი 22 მაისამდე გახანგრძლივდა. 27 აპრილამდე შენარჩუნდა საავტომობილო მიმოსვლის შეზღუდვაც.

31 მარტიდან კარანტინის რეჟიმი მოქმედებს, აკრძალულია ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა, გარდა გამონაკლისებისა, ეს კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებსა  და პროფესიებს ეხება.

მთავრობის მიერ მომზადებულმა ანტიკრიზისულმა გეგმამ შეზღუდვები უნდა შეამსუბუქოს, თუმცა მანამდე როგორი იყო ცხოვრება შეზღუდვების პირობებში, ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად, რა მოიგო ქვეყანამ და რას ფიქრობს მოსახლეობა მკაცრ აკრძალვებზე.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში