485 ინფიცირებული, 139 გამოჯანმრთელებული, 6 კი გარდაცვლილი - COVID 19 საქართველოში

26 აპრილი 2020, 12:09 1604 ნახვა

1 ახალი  კოვიდ დადებითი პაციენტი ჰყავს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს.– ამის შესახებ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში  კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტია მოთავსებული. აქედან 17 მძიმე პნევმონიით რჩება. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას კი გუშინ, დღის მეორე ნახევარში შვიდი ახალი ინფიცირებული პაციენტი დაემატათ. ცნობილია რომ  შვიდივე ახალი პაციენტი ე.წ ბოლნისის კლასტერიდანაა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში