საქართველოს მთავრობის დახმარების საკითხზე მოქალაქეებისთვის დეტალური ინფორმაცია მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი - გიორგი კაკაურიძე

26 აპრილი 2020, 13:24 1646 ნახვა

საქართველოს მთავრობის დახმარების საკითხზე მოქალაქეებისთვის დეტალური ინფორმაცია მომავალი კვირიდან გახდება ცნობილი, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძე განაცხადა.მისი თქმით „ერთ-ერთი მსხვილი კომპონენტი  იქნება საგარანტიო სქემა.

„საგარანტიო სქემაში ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ადრე ეს ეხებოდა ახალ ბიზნესებს, რათა ინვესტიციები განხორციელებულიყო, დღეს ჩვენ საგარანტიო სქემით შევდივართ არსებულ სესხებში, რაც მისცემს კომპანიებს საშუალებას განახორციელონ მათი სესხების რესტრუქტურიზაცია. შესაბამისად, მათი ყოველთვიური ხარჯვითი ნაწილი იყოს ნაკლები და შესაბმისად, ჰქონდეთ საშუალება ახალი სესხის აღების. - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში