სახალხო დამცველის  რეკომენდაციები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორს

26 აპრილი 2020, 15:27 2888 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მისამართით ომბუდსმენის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს გამოხმაურებები მოყვა. აჭარის ტელევიზიის 20 საათიანი მთავარი გამოშვების ყოფილი წამყვანი თეონა ბაკურიძე აცხადებს, რომ  ნინო ლომჯარიას  რეკომენდაციები  მაუწყებელში მიმდინარე პროცესების რეალობის შესაბამისია, შორენა ღლონტი კი რომელიც ახალი ამბების სამსახურის უფროს იყო,  დირექტორის გადაწყვეტილებებს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევად აფასებს.

სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ 20 გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ მაუწყებლის დირექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში   დარღვევები ფიქსირდება.ნინო ლომჯარია გიორგი კოხრეიძეს მოუწოდებს თანამშრომლები დააბრუნოს პირვანდელ სამუშაო ადგილზე ან გასცეს  ტოლფასი ანაზღაურება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში