აჭარაში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

26 აპრილი 2020, 18:02 2064 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობში აჭარაში  ახალი დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. კლინიკა „მედალფაში“ კვლავ  37 პაციენტი მკურნალობს. ბათუმის კლინიკა „მედალფა“ პირველია საქართვლოში სადაც ბათუმელმა ექიმებმა  ოზონოთერაპია გამოიყენეს, რომელსაც წინასწარი მონაცემებით დიდი წარმატება აქვს.

მედიკოსების განცხადებით ოზონოთერაპიის გამოყენების  ფონზე დაავადება გაცილებით ადრე ალაგდა, ვიდრე, არსებული პრაქტიკის მიხედვით, სტანდარტულად ხდება.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში