''აგროკრედიტის ფარგლებში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს თანადაფინანსებას'' - ლევან დავითაშვილი

26 აპრილი 2020, 11:21 586 ნახვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, იმ ახალ გარემოებებზე და დახმარებებზე ისაუბრა, რასაც სამინისტრო, ფერმერებს სთავაზობს. „აგროკრედიტის ფარგლებში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც საბანკო პროცენტის სრულ თანადაფინანსებას ითვალისწინებს, 5000-დან 100,000-ლარამდე სესხებზე, გამოდის, რომ ფაქტობრივად უფასო ფულია''-თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ  სახელმწიფო 50 %-ით თავდებად უდგება ფერმერებს, რომ  მარტივი იყოს ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მათ ადვილად შეძლონ კრედიტების აღება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში