ბათუმში აგრარული და თევზის ბაზარი დღეიდან გაიხსნება

27 აპრილი 2020, 10:15 3988 ნახვა

დღეიდან ბათუმში აგრარული და თევზის ბაზრების მუშაობა აღდგება. მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების დაცვა მოუწევთ. აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის შენარჩუნება და პირბადეების და ხელთათმანების ტარება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით ბათუმის ყველა ბაზარში შიდა სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ბაზრის შესასვლელებში მომხმარებლებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ და ერთჯერადი ხელთათმანები გადაეცემათ.

ასევე დეზინფექცია ჩაუტარდება ბაზრის ტერიტორიაზე შესულ მანქანებს რეკომენდაციების შესრულებას ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტოს ადგილობრივი სამმართველო გააკონტროლებს. ბაზრები დღეიდან ქუთაისშიც გაიხსნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში