პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ბავშვთა დახმარების მიზნით სპეციალური ცხელი ხაზი 111 ამოქმედდა

27 აპრილი 2020, 18:53 1508 ნახვა

Covid-19-თან ბრძოლის ფარგლებში ბავშვთა დახმარების მიზნით, სპეციალური ცხელი ხაზი 111 ამოქმედდა, რომელიც 24 საათიანი რეჟიმით იმუშავებს.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი მხოლოდ ბავშვთა საკითხებზე იქნება ორიენტირებული და 24 საათის განმავლობაში ბავშვებსა და მათ მშობლებს პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას.

111-ის ოპერატორები, ცხელ ხაზზე შესულ ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და საჭიროების შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად, შესაბამის უწყებებს ჩართავენ.

„111-ი ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს, სადაც ასევე შესაძლებელია ბავშვთა ფსიქოლოგის კონსულტაციის მიღება.

ცხელი ხაზი, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობით და გაერო-ს ბავშთა ფონდის ფინანსური დახმარებით შეიქმნა.

ბავშვის დახმარების ცხელი ხაზი 111 უფასოა და ის არა მარტო პანდემიის პირობებში, არამედ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ამოქმედების შემდეგაც იზრუნებს მომავალ თაობაზე“, – ნათქვამია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში