კორონავირუსმა არ იცის, რომელი პარტიის წევრი ხარ - ამირან გამყრელიძე

27 აპრილი 2020, 21:20 2684 ნახვა

დღემდე ვისაც სჭირდებოდა ტესტირება ყველას ჩატარებული აქვს და არა აქვს სურვილი, კონკრეტული პოლიტიკოსების განცხადებებზე ისაუბროს, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში"

მისივე თქმით ეს არის მიზანმიმართული ტესტირება, რომელიც ალგორითმის მიხედვით კონტროლდება ვის უნდა ჩაუტარდეს და ვის არა. ასევე ამბობს, რომ არ უნდა პოლიტიკოსების განცხადებებზე ისაუბროს. სთხოვს მათ აცალონ ინფექციონისტებს პროფესიულად მუშაობა და ნუ გამოიყენებ პლატფორმას პოლიტიკური დისკუსიისთვის. 

"არ არის ქვეყანაში ადამიანი, ვისთვისაც ტესტირება საჭირო იყო და არ ჩატარებია. ტესტირება არ უტარდება 3.7 მილიონ ადამიანს, არცერთ ქვეყანაში არც ამერიკაში 3 მილიონს არავინ არ ტესტავს ან გერმანიაში 82 მილიონს.

ყველა ის ადამიანი, პოლიტიკოსი ვინც საუბრობს, არა აქვთ შესაბამისი პროფესიული ცოდნა ამ საკითხის, ისინი საუბრობენ თავიანთი პოლიტიკური პლატფორმიდან და მე რამოდენიმეჯერ მოვუწოდე მათ, ნუ გამოვიყენებთ ამ პლატფორმას ამ ტიპის დისკუსიისთვის. ამ კორონავირუსმა არ იცის რომელი პარტიის წევრი ხარ შენ" - აცხადებს ამირან გამყრელიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში