კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი საქართველოში 

27 აპრილი 2020, 20:05 1803 ნახვა

2 კვირიანი პაუზის შემდეგ, ქალაქების ქუჩებმა დღეს, თითქმის ჩვეული სახე დაიბრუნა. დილიდან მსუბუქი ავტომობილებისთვის გადაადგილება ნებადართულია, 2 დღით გაიხსნა 4 ჩაკეტილი ქალაქი. იზოლაციაში მყოფებისთვის ერთ-ერთი რთული ეტაპი დასრულდა. ამის მიუხედავად  მთავრობაში ამბობენ, რომ კორონავირუსი ამით არ დამარცხებულა და რეკომენდაციების დაცვა კვლავ ძალაშია.

შეზღუდვები არ მოხსნილა იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც საკარანტინე ზონებად არის გამოცხადებული. ამ დრომდე უცნობია, როდიდან აღდგება, როგორც საქალაქთაშორისო ასევე, ქალაქში  ავტობუსებისა  და  სამარშრუტო  ტაქსების მოძრაობა. ის, რომ კორონავირუსის გამო, ზომების ისევ გამკაცრება ან შემსუბუქება, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული, მოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციიდან კიდევ ერთხელ შეახსენეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში