დღეიდან ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისი და ღია ბაზრობები დაიშვა

27 აპრილი 2020, 20:09 1559 ნახვა

შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი, აგრარული ბაზრების მხოლოდ ნაწილს შეეხო. თუმცა საქართველოში რეგისტრირებული 80 ბაზრიდან, უმეტესობა სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს. ღია სავაჭრო ობიექტები, ყველა წესის დაცვით მუშაობს აჭარაში.

ვითარებას სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები აკონტროლებენ. დადგენილ სტანდარტს მკაცრად იცავს ბაზრის ადმინისტრაცია. დახლებთან დაბრუნება უხარიათ, თუმცა, იმის გამო , რომ მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება კვლავ შეზღუდულია, პროდუქტებზე კი ფასებმა შედარებით მოიმატა, მოვაჭრეები მყიდველთა დიდ რაოდენობას არ ელიან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში