ხელთათმანის გამოცვლის გარეშე მოხმარებას, ჯობია ხშირად დაიბანოთ ხელები - ხათუნა ზახარაშვილი

27 აპრილი 2020, 20:36 2497 ნახვა

ხელთათმანების არასწორმა გამოყენებამ შეიძლება უფრო ზიანი მოგიტანოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ხშირად ვხედავთ ადამიანებს ხელთათმანებით, ისეთ სივრცეშიც კი, სადაც ხელთათმანის გამოყენება საჭირო არ არის.

„არ ჩათვალოთ, რომ თუ ხელთათმანი გიკეთიათ, უსაფრთხოდ ხართ. ხელთათმანი ისევე ბინძურდება, როგორც ჩვენი ხელები, ამიტომ თუ არ მოხდა მისი ხშირი გამოცვლა, ისიც ინფიცირების წყაროდ იქცევა. ამიტომ უმჯობესია ხელი ხშირად დაიბანოთ, ვიდრე ხელთათმანი მუდმივად, გამოცვლის გარეშე ატაროთ“, - აღნიშნა ხათუნა ზახარაშვილმა.

მისივე ინფორმაციით ასევე, არ არის რეკომენდირებულია 2 წლამდე ბავშვებში პირბადის გამოყენება. 

"ორ წლამდე ასაკში ნიღბის გამოყენება რეკომენდებული არაა. ამ ასაკის ბავშვების მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ, რომ მათი შვილები არ მოხვდნენ ისეთ არეალში, ისეთ დისტანციაზე სხვა ადამიანებისგან, როცა შეიძლება ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნათ"- განაცხადა ხათუნა ზახარაშვილმა

ამავე კატეგორიაში