PCR ტესტის ფასი კერძო კლინიკებში 50 ლარი ეღირება

28 აპრილი 2020, 09:55 21633 ნახვა

დღეს დადგინდება სახელმწიფოს მიერ, კერძო კლინიკებისთვის გადაცემული PCR ტესტის ფასი. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ჯანდაცვის სამინისტროში გაგზავნა დადგენილება, რომლის მიხედვით ტესტირების ტარიფი უნდა განსაზღვროს. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ტესტირების ფასი კერძო კლინიკებში 150 ლარი იქნება, 100 ლარს სახელმწიფო დააფინანსებს, ხოლო 50 ლარი კლინიკების მომსახურების ანაზღაურება იქნება. ტესტი პასუხს 45 წუთში იძლევა. გუშინ ჩეხეთიდან ჩამოსული სპეცრეისით სახელმწიფომ PCR ტესტის მარაგები შეივსო, ასევე ელოდენიან ტესტებს ჩინეთიდან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში