რამდენიმე რეგიონში ფაროსანას გავრცელების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება-სეს

29 აპრილი 2020, 10:38 1519 ნახვა

სპეციალისტების ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ფაროსანას გავრცელების არეალი ერთეულ შემთხვევებში ფიქსირდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გავრცელების შესაჩერებლად მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ვადა და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.

სააგენტოს განცხადებით, სამეგრელოში, იმერეთში, გურიაში, აჭარაში და რაჭაში პირველი ეტაპისათვის 2520 მონიტორინგის სისტემაა განთავსებული. 

"სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, მუნიციპალიტეტების სოფლებში განთავსებულ მონიტორინგის სისტემებს ამოწმებენ და არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.

ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.parosana.ge"-აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში