საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე ორდღიანი შეზღუდვების მოხსნა დღეიდან გაუქმებულია

29 აპრილი 2020, 10:35 3299 ნახვა

საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე ორდღიანი შეზღუდვების მოხსნა დღეიდან გაუქმებულია. შესაბამისად, 4 ქალაქი - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი კვლავ ჩაკეტილია.

ამ ქალაქებში შესვლა, თუ პირი რეგისტრირებულ მისამართზე ბრუნდება ნებადართულია მხოლოდ ერთჯერადად. სხვა მიზნებით გადაადგილება კვლავ აკრძალულია.შეზღუდვა არ ეხება სადისტრიბუციო მანქანებს და კონკრეტული პროფესიის ადამიანებს. 22 მაისამდე ქვეყანაში ძალაში რჩება კომენდანტის საათიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში