ჟურნალისტების ტესტირება იგეგმება, შემუშავდება ახალი ალგორითმი - ჯანდაცვის მინისტრი

29 აპრილი 2020, 15:34 1408 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის,  განცხადებით ჟურნალისტების ტესტირება იგეგმება, თუმცა ამისთვის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად ახალი ალგორითმი უნდა შემუშავდეს.

ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ინიციატივასაც გამოეხმაურა. საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით სამედიცინო დაწესებულება სწრაფი ტესტებით ჟურნალისტების ტესტირებას დღეს იწყებს. 

მინისტრის განცხადებით რესპუბლიკური საავადმყოფო ჟურნალისტების ტესტირებას დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს.

"რესპუბლიკური საავადმყოფო დამოუკიდებლად ვერ დაიწყებს ჟურნალისტების ტესტირებას, თუმცა ის ინიციატივა, რომელზეც მე ვისაუბრე, სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფოს მხრიდან იყო წამოწყებული. ჩვენ ამ დეტალებზე ვისაუბრებთ უკვე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. შემუშავდება ახალი ალგორითმი და ამ ალგორითმის დამტკიცების შემდეგ, უკვე ესეც ამოქმედდება“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში