მიიღებენ თუ არა ფულად კომპენსაციას მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში იყვნენ დასაქმებული?

29 აპრილი 2020, 19:54 3012 ნახვა

სამსახურისთვის, საქართველო-თურქეთის საზღვარს ყოველდღიურად ათობით ადამიანი კვეთდა. შექმნილი პანდემიის ფონზე კი უცნობია, როდის დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილს საქართველოს მოქალაქეები.

დღიურ სამუშაოზე დასაქმებულებთან ერთად, კრიზისი შეეხო თურქეთში სეზონურად მომუშავეებსაც. მათი უმრავლესობა მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ წელიწადში ორჯერ - ჩაისა და თხილის საკრეფად გადადიოდა.  მოხვდებიან თუ არა ეს ადამიანები, იმ სიაში,რომელთაც სახელმწიფო ფულად დახმარებას გადასცემს, ამ დრომდე ზუსტად არავინ იცის.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში