როდესაც თეთრი ხალათი გაცვია იქ არ არსებობს პოლიტიკა - ლევან რატიანი

29 აპრილი 2020, 21:24 3305 ნახვა

როდესაც თეთრი ხალათი გაცვია იქ არ არსებობს პოლიტიკა, ექიმი ამ შემთხვევაში აპოლიტიკურია - განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში"

"მე მინდა გითხრათ, რომ სწორედ ასეთ კატეგორიას მივეკუთვნები, მაგრამ ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ექიმი ერევა პოლიტიკაში, მან აუცილებლად თეთრი ხალათი უნდა გაიხადოს და გადავიდეს იმ სპეციალობაში, რაც მას სურს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ექიმებს იმის უფლება, რომ პოლიტიკური განცხადებები ვაკეთოთ", - აცხადებს ლევან რატიანი 

მისივე თქმით საქართველოში მიმდინარე კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლის პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის, შრომის, ჯანრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და კრიზისული ჯფუფის მიერ, ის ამ ეტაპამდე წარმატებულია.

"ერთი რაღაც მინდა გითხრათ, როგორც რიგითმა ექიმმა, ჩვენ ქვეყანაში ჩატარებული კოვიდ ინფექციის ბრძოლა და მისი ლიკვიდაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო, საქართველოს მთავრობის, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, ესიდისის ასევე იმ კრიზისული ჯგუფის, მიერ რომელიც სწორედ განსაზღვრავდა ინფექციასთან ბრძოლას, მე მინდა გითხრათ ამ ეპატამდე არის წარმატებული" - აცხადებს ლევან რატიანი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში