ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

30 აპრილი 2020, 10:13 2302 ნახვა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული პირი ბათუმში დააკავეს. მას ბრალი ოჯახში ძალადობასა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოსცეს. აგრეთვე, ბრალდებულმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში