დღეს ესპანეთიდან სპეცრეისით საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება

30 აპრილი 2020, 10:28 1692 ნახვა

დღეს სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე ესპანეთიდან დაბრუნდება. საქართველოს ავიახაზების თვითმფრინავი ესპანეთის მიმართულებით ცოტა ხნის წინ გაფრინდა.

მგზავრებს შორის არიან განსაკუთრებული საჭიროებების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ორსული ქალები, სტუდენტები, არასრულწლოვანი მოქალაქეები და ესპანეთის სამეფოში პანდემიის გავრცელების გამო თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები. ბორტზე ასევე იქნებიან ტრანზიტული მგზავრები ლათინური ამერიკიდან, კერძოდ ურუგვაიდან.

პარალელურად, "ჯორჯიან ეარვეისის" ავიაკომპანიამ მადრიდში 20 ადამიანი გადაიყვანა, მათ შორის 18 უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ხოლო ორი საქართველოს.საგანგებო რეისები საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად კვირაში თითქმის სამჯერ სრულდება. მთავრობის ხელშეწყობით დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ქვეყანაში ორგანიზებულად 8 ათასზე მეტი პირი დაბრუნდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში