ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC-ში მესამე ბრძოლას გამართავს

30 აპრილი 2020, 11:30 2531 ნახვა

ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC-ში მესამე ბრძოლას გამართავს. ის 16 მაისს ფლორიდის შტატში ჯექსონვილში მაიკ დევისთან იჩხუბებს. ინფორმაციას ქართველი პირად ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. ჭიკაძეს და მაიკ დევისის ბრძოლა ორჯერ ჩაინიშნა, თუმცა ამერიკელმა ორივეჯერ ტრამვის გამო გაუქმება მოითხოვა. 27 წლის მაიკს 7 მოგება და 1 მარცხი აქვს.გიგას კი UFC-ში უკვე ორ ბრძოლაში ორივე მოგება აქვს. ქართველმა ბრენდონ დევისი და ჯამალ ემერესი დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში