ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს სრულდება

30 აპრილი 2020, 11:51 1971 ნახვა

რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებლად დღეს, 30 აპრილის 18:00 საათზე იწურება.

რეგისტრაციის გავლა აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ. გვერდზე შეუძლიათ. ცენტრის გადაწყვეტილებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №100) წარდგენის ვადა გახანგრძლივდა.

იმ შემთხვევაში, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ან მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელ ტესტირებაზე აპლიკანტები საჭიროებენ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნას და რეგისტრაციისას მონიშნული აქვთ (ან მონიშნავენ) შესაბამისი გრაფა, ვალდებულნი არიან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სპეციალური ცნობა 1 ივნისამდე წარადგინონ.

ცვლილებებამდე  ცნობის წარდგენის ბოლო ვადა 30 აპრილი იყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში