მალხაზ რეხვიაშვილმა მაუწყებლის დირექტორს საჯარო წერილით მიმართა

30 აპრილი 2020, 10:35 2048 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა ჰეშთეგის წამყვანმა და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარემ მაუწყებლის დირექტორს საჯარო წერილით მიმართა, რომელშიც მალხაზ რეხვიაშვილი საუბრობს მაუწყებლის ადმინისტრაციის მხრიდან მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გარშემო გამოთქმულ შენიშვნებზე.

მისი თქმით ვინაიდან ადმინისტრაციული მოკვლევა თეონა თურმანიძის საქმეზე ჯერ დასრულებული არ არის, მისი სტატუსის დროს მოხსენიებული ვარაუდი ადმინისტრაციის მხრიდან მცდარი  გადაწყვეტილების შესახებ, რეხვიაშვილმა დააფიქსირა, როგორც ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარემ, რადგან ჩათვალა რომ დაირღვა თეონა თურმანიძის უფლებები.

არგუმენტად კი იგი სახალხო დამცველის დასკვნასაც იშველიებს. მაუწყებლის თანამშრომელი თავის სტატუსში საუბრობს კონსტიტუციით მინიჭებულ გამოხატვის თავისუფლებაზე, რომელიც მისი აზრით თეონა თურმანიძის შემთხვევაში მაუწყებლის ადმინისტრაციამ დაარღვია. მისი თქმით  იგი არ აპირებს უარყოს აქამდე ნათქვამი და რჩება იგივე პოზიციაზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში