მორაგბეები მოხუცებს და სოციალურად დაუცველებს ეხმარებიან

30 აპრილი 2020, 13:20 2658 ნახვა

საქართველის დიდი 10-ის კლუბ იუნკერების წევრები, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

" ამ მოხალისეობრივი აქტივობის ფარგლებში ჩვენი გუნდი, წითელ ჯვართან და თბილისის სხვადასხვა რაიონის გამგეობასთან ერთობლვი შეთანხმებული მუშაობის შედეგად უკვე დაეხმარა დაახლოებით 6000 ოჯახს. დახმარება მოიცავს მარტოხელა შეჭირვებული ადამიანების, მოხუცებულთა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მომარაგებას სხვადასხვა ნობათით, ჰიგიენური და მედიკამენტური საშუალებებით, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას." - წერია კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

მორაგბეებმა სპეციალური ტრენინგი გაიარეს.

სარაგბო კლუბი "იუნკერები" გამოთქვამს მზაობას მომავალშიც ჩაერთოს მსგავს აქციებში.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში