საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები 22 მაისის ჩათვლით ძალაშია

01 მაისი 2020, 13:05 7659 ნახვა

საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა ძალაში 22 მაისის ჩათვლით რჩება. ამის შესახებ აჭარის მაუწყებელს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დაუდასტურეს.  მათივე თქმით, შეზღუდვების შესახებ ინფორმირებულნი არიან ავიაკომპანიები , რომლებიც რეგულარულ ფრენებს ახორციელებენ საქართველოს მიმართულებით.

სააგენტოში ამბობენ, რომ საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება მსოფლიოში და საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

"შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოქალაქეებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამა თუ იმ მიმართულებით ბილეთების შეძენისაგან, სანამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თარიღის შესახებ ცნობილი არ გახდება ოფიციალური წყაროების მეშვეობით"-აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში