მაუწყებლის ჟურნალისტების პასუხი ნაციონალურ მოძრაობას

01 მაისი 2020, 15:12 1520 ნახვა

ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას დეპუტატმა გია აბულაძემ პრეტენზიები გამოთქვა აჭარის მაუწყებლის მისამართით და განაცხადა, რომ მათ მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმა  გუშინ გადაცემა ''სათქმელში'' მათი წარმომადგენლის გარეშე განიხილეს, რასაც არ ეთანხმება გადაცემის  წამყვანი.  ლაშა ზარგინავა ამბობს, რომ გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი  ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი მირდატ ქამადაძე იყო, რომელმაც საკრებულოში წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე და ამ მიმართულებით პარტიის ხედვებზე ისაუბრა.

მსგავსი განცხადება უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მხრიდან მაუწყებლის დისკრედიტაციად მიაჩნია  „მთავარის“ რედაქტორს. ფირუზ ბოლქვაძე ამბობს, რომ  პოლიტიკურ პარტიებს ყველა გადაცემაში  დრო თანაბრად ეთმობათ.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში