საქმიანობის განახლების მსურველ კომპანიებს მოვუწოდებ დროულად გაეცნონ სამინისტროს რეკომენდაციებს - თამარ ბარკალაია

01 მაისი 2020, 17:42 2185 ნახვა

"კომპანიების, რომლებსაც სურთ საქმიანობის განახლება, უნდა აკმაყოფილებს და იცავდეს, ყველა იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს და ამის შემდეგ შეავსონ განაცხადი" – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

თამარ ბარკალაიას თქმით, 29 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით უკვე ხორციელდება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისა და კომპანიების რეგისტრაცია. თუმცა მისივე განცხადებით, ეკონომიკურის საქმიანობის განხორციელების მიზნით ბიზნეს-სექტორი პირველ რიგში აუცილებლად უნდა გაეცნოს სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს, დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს და მხოლოდ შემდეგ გაიაროს რეგისტრაცია ვებ-პორტალზე. 

"ამ ეტაპის გავლა აუცილებელია, რათა მაქსიმალურად მოხდეს გავრცელების პრევენცია და ეკონომიკის გახსნის პროცესი იყოს მდგრადი" - განაცხადა თამარ ბარკალაიამ. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები გამოქვეყნებულია საკანონმდებლო ვებ საიტზე matsne.ge-ზე ასევე ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და stopcov.ge-ზე.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში