მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულია 3 400 000-ზე მეტი ადამიანი

02 მაისი 2020, 12:18 2164 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „კოვიდ-19“-ის ეპიდემიას საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის კვლავ საგანგებო მდგომარეობად მიიჩნევს.ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულია 3 400 000-ზე მეტი ადამიანი, გარდაცვლილია 240 000-მდე მოქალაქე. გამოჯანმრთელდა მილიონზე მეტი. კვლავ მდგომარეობა რთულია აშშ-ში.

ბოლო მონაცემებით 462 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 23. მექსიკაში 1515 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, აქ კოვიდ-19-ს 113 ადამიანი ემსხვერპლა.რაც შეეხება იაპონიას. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 261-ით, დაღუპულთა კი - 26-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გეგმავს, ქვეყანაში დაწესებული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 6 მაისს უნდა გაუქმებულიყო, ერთი თვით გაახანგრძლივოს. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ორშაბათს გახდება ცნობილი.იაპონიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 15 257 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 471 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში