საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კორონავირუსთან საბრძოლველად საქართველოსთვის 200 მილიონი დოლარი გამოყო

02 მაისი 2020, 12:40 1465 ნახვა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტის შესარბილებლად საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ წარმატებით დასრულდა საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მე-6-ე  მიმოხილვაც. საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე წერს „ტვიტერში“ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორიც.

კრისტალინა გეორგიევა მიესალმება საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში