სეზონურ და დროებით სამუშაოზე დასაქმებულები სტატუსის გარეშე

02 მაისი 2020, 20:09 3984 ნახვა

ყოველდღიური, სეზონური და დროებითი სამუშაოსა და შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახები-მოხვდებიან თუ არა ისინი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, რომელიმე პროგრამაში და მიიღებენ თუ არა რაიმე ტიპის ფინანსურ დახმარებას სახელმწიფოსგან, ამ კითხვებზე კონტკრეტული პასუხები, ჯერჯერობით არ არსებობს.

მოსახლეობა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ყოველდღიური პრობლემების წინაშე შემოსავლის გარეშე დარჩა. მათ შორის არიან ისინი, ვინც ოჯახების რჩენის მიზნით, მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში მიდიოდა სეზონურ და დროებით სამუშაოებზე. მოხვდებიან თუ არა ისინი მთავრობის რომელიმე პროგრამაში და მიიღებენ თუ არა სახელმწიფოსგან დახმარებას, ისეთივე ბუნდოვანია, როგორც ის კრიტერიუმები, რომელითაც  ფულადი დახმარება უნდა გაიცეს.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში